Postero

ჩვენ შესახებ

Otar Jishkariani (1929-1995) – an Honored Artist of Georgia and a prominent representative of the 1950s Georgian art movement who made significant contributions to the development of Georgian culture.
His creative work encompassed easel and book graphics, poster art, and font design.

ისტორია

„პოსტერ-ო“ შესაძლებლობას გაძლევთ, საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ოთარ ჯიშკარიანის ნამუშევრები თქვენს ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას შენაძენად აქციოთ და დიდი საგანძურის დამცველი გახდეთ. ამიტომაც, „პოსტერ-ოსთან“ ურთიერთობა, პატრიოტული კუთხით, თვითგამოხატვისთვის ღირსეული გადაწყვეტილებაა.

„პოსტერ-ო“ არის ოდა ქართული დამწერლობისადმი - პოსტერებად ქცეული კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ერთდროულად, ჩვენი არამატერიალური საგანძურის მნიშვნელობის აქტიური მეხსიერების ფაზაში გაღვივებასა და „ანბანთქების“ ავტორის, მხატვარ ოთარ ჯიშკარიანის ღრმა შინაგანი სამყაროს ამოცნობაში გვეხმარება.

ჩვენი მისია

„პოსტერ-ოს“ მიზანი სრულ თანხვედრაშია ოთარ ჯიშკარიანის მთავარ ფასეულობებთან - გავაცნობიეროთ, რომ უნიკალური ქართული ენისა და დამწერლობის მემკვიდრეები ვართ და მისი მოფრთხილება და შენარჩუნება არა მხოლოდ კეთილი ნება, არამედ ჩვენი პასუხისმგებლობაა.

ჩვენი ხედვა

ქართული ანბანი ხშირად ქცეულა ხელოვანების ინსპირაციად. მიზეზი ის სრულყოფილი ფორმებია, რომელიც ქართულ დამწერლობას ახასიათებს. თუმცა, ოთარ ჯიშკარიანის ეს სერია მაინც განსაკუთრებით ექსპრესიული და ორიგინალურია. ამიტომაც Poster_o-ს ერთ-ერთ უპირველესი მიზანი არა მხოლოდ მხატვრის ნამუშევრების შესახებ ცნობადობის გაზრდაა, არამედ საზოგადოებისათვის იმ რეალური კონტექსტის სწორად გადაცემა, რასაც ჯიშკარიანის ნამუშევრები აერთიანებს.

მეტი ჩვენ შესახებ

კალათა დახურვა